აჭარა ევრონიუსზე

28 სექტემბერი 2021, 15:44 851 ნახვა

აჭარის შესახებ სიუჟეტი ევრონიუსზე. რეპორტაჟში  ბათუმის და ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზეა საუბარი. ჟურნალისტების ობიექტივში  იუნესკოს   კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკები  მოხვდა. კერძოდ,  კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკები და ქობულეთის დაცულ ტერიტორია. საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს მილიონობით მაყურებელი ნახავს. სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია ევრონიუსს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაუკვეთა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში