ნელი ტემპითაც, რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, "ფაიზერის" დოზები ათვისებას თავისუფლად შევძლებთ - თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2021, 16:53 808 ნახვა

"ქვეყანაში არსებული "ფაიზერის" მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით,  ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია მის ათვისებას თავისუფლად შეძლებენ.

მან უსაფუძლო უწოდა მღელვარებას  ვაქცინების შენახვის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.

"ქვეყანაში არსებული "ფაიზერის" მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს, ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაციას მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად "ფაიზერის" ვაქცინებს, თუ მათი შენახვა ხდებოდა -90 - -60 გრადუსის პირობებში, კიდევ დამატებით 3 თვე აქვთ. მოქმედების ვადა. ასე რომ ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულო არის ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში