დღეს ბათუმის ''დინამო'' გორის ''დილას'' გასვლაზე დაუპირისპირდება

29 სექტემბერი 2021, 11:44 1009 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. გათამაშების ლიდერი ბათუმის ''დინამო'' გასვლაზე გორში ''დილას'' ესტუმრება.

26 შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის ''დინამოს'' 56 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. გორის ''დილა'' კი 43 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

მატჩი გორში თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ 4 შეხვედრა გაიმართება. 

  • ქობულეთის ''შუქურა'' - ''თელავი''  15:30 საათი; 
  • ''სამტრედია'' - თბილისის ''საბურთალო'' 15:30 საათი:
  • წყალტუბოს ''სამგურალი'' - ქუთაისის ''ტორპედო'' 15:30 საათი;
  • თბილისის ''ლოკომოტივი''  - თბილისის ''დინამო'' 18:30 საათი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ლიგის მატჩები გულშემატკივრის  გარეშე ტარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში