ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარ მკვლელობის საქმეზე განაჩენი ორ დღეში გამოცხადდება

29 სექტემბერი 2021, 17:45 1869 ნახვა

ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. მოსამართლე დავით მამისეიშვილი საბოლოო განაჩენს 1 ოქტომბერს ბრალდებულის სააბოლოო სიტყვის შემდეგ გამოაცხადებს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 3 იანვარს მომხდარ მკვლელობას.  გამოძიების ვერსიით, მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბრალდებულმა შურისძიების მიზნით  ერთი ადამიანი ცივი იარაღით მოკლა,  მეორე კი მძიმედ დაჭრა. ადვოკატი  ბრალის  გადაკვალკიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პოზიციიდან მოქმედებდა, რადგან ადვოკატის ინფორმაციით, მკვლელობის დღეს  დაზარალებული მხარე  თავს დაესხა ბრალდებულის  ოჯახს, რასაც მოჰყვა ჩხუბი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში