სოჭში პუტინ-ერდოღანის შეხვედრა გაიმართა

29 სექტემბერი 2021, 18:05 1105 ნახვა

სირიაში მშვიდობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზეა დამოკიდებული,– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ  მოსკოვმა და ანკარამ ურთიერთსასარგებლო კომპრომისების პოვნა ისწავლეს.„მოლაპარაკებები ზოგჯერ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ შედეგი დადებითია,“- ამბობს პუტინი. მან ყურადღება გაამახვილა სირიასა და ლიბიაში, ასევე  სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში რუსეთ-თურქეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე.  რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვსა და ანკარას შორის თანამშრომლობა სტაბილურობის გარანტიაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში