ვატიკანი კოვიდშეზღუდვებს ამკაცრებს

29 სექტემბერი 2021, 18:06 883 ნახვა

ვატიკანში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აუცრელებს კოვიდტესტის რეგულარული ჩაბარება და ტესტის ხარჯების დაფარვა თავად მოუწევთ. სამსახურში  თანამშრომლები მხოლოდ ე.წ. მწვანე საშვით დაიშვებიან. მათი არყოფნა  საპატიო მიზეზად არ ჩაითვლება, რაც შესაბამისად, ანაზღაურებაზეც აისახება. 1-ელი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად მწვანე საშვის წარდგენას  ვიზიტორებისგანაც მოითხოვენ.  ამ გადაწყვეტილების მიზანი რომის პაპისა და ვატიკანის სხვა სასულიერო პირების უსაფრთხოების დაცვაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში