ბათუმის ''დინამომ'' გასვლაზე გორის ''დილასთან'' ფრედ ითამაშა

29 სექტემბერი 2021, 22:40 1154 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" გასვლაზე გორის "დილას" ესტუმრა და ფრედ 2:2 ეთამაშა.

  • ანგარიში 23-ე წუთზე კამარამ გახსნა და გორელები წინ გავიდნენ.
  • 11 წუთში მატჩში ანგარიში სანდრო ალთუმაშვილის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯირაურმა გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა.
  • 72-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში წესების დარღვევით ჯოვინო ფლამარიონი წააქციეს. პენალტის რეალიზება ლადო მამუჩაშვილმა მოახერხა და ბათუმელები წინ გავიდნენ, თუმცა 3 წუთში ღუდუშაურის ჩაწოდების შემდეგ გაგნიძემ საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.

27 თამაშის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 57 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. შავიზღვისპირელები დედაქალაქურ "დინამოს" ისევ 5 ქულით უსწრებენ.

თბილისის დინამომ "ლოკომოტივთან" ასევე ფრედ 2:2 ითამაშა.

28-ე ტურში ბათუმის "დინამო" 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ქუთაისის ‘’ტორპედოს’’ მიიღებს. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში