აჭარაში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 სექტემბერი 2021, 10:38 980 ნახვა

30 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 85 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყველაზე მეტი 571 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 969 საიდანაც: 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 400. მძიმე პაციენტია 124, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 22 პირი.

734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 195 - აჭარაში. 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 583 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში