გუშინ ვიხილეთ კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს - პრემიერი

30 სექტემბერი 2021, 12:02 937 ნახვა

გუშინ ვიხილეთ კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს-ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

პრემიერის განცხადებით ეს არის ოპოზიციის ხელწერა და  სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მავნებლობის კლასიკური მაგალითი.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები პროგრესი და მიღწევა არის უვიზო რეჟიმი. ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. წინა მთავრობს დროს ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ვერავინ იოცნებებდა ამაზე. ჩვენ ამას მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს.

სამწუხაროდ, ეს არის ოპოზიციის ხელწერა და მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ მსგავსი არაფერი იგეგმება და არ მოხდება ეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გუშინ გამოცემა „ევროობზერვერმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, სავარაუდოდ, 13 ოქტომბერს განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში