ე.წ. სუსის ფაილები-საპატრიარქოს განცხადება

30 სექტემბერი 2021, 12:21 980 ნახვა

,, ე.წ. „სუსის მასალების“ გავრცელება, როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უპირველეს ყოვლისა, წინასაარჩევნო დებატებში ეკლესიის ჩართვას და მისი მსახურების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“-ეს  საპატრიაქრქოს პოზიციაა.  გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოქვეყნებულ ფაილებში ტყუილ-მართლის გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ ამასთან ნათქვამია, რომ  თუ კონკრეტული სასულიერო პირის შეუფერებელი ქმედების შესახებ რეალური მტკიცებულებების მოპოვება მოხდება, კომისიის მხრიდან საკითხის შესწავლისა და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირება. საპატრიარქოს განცხადებით,  საეკლესიო სასჯელის დადება უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.  ,,ეკლესია, თავისთავად, ყოველთვის იცავდა და დაიცავს აღსარების საიდუმლოს და არავის მისცემს უფლებას, აღსარების გაუთქმელობა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე. პირველ რიგში,  სწორედ ამის გამო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების დროულად დასრულება“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში