ბათუმსა და ქობულეთში არსებული ნაგავსაყრელების დახურვა იწყება

30 სექტემბერი 2021, 15:26 2672 ნახვა

ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყარის დახურვა იწყება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნაგავსაყარები იქ არსებული აირების შეგროვების და აღდგენის პროცედურების განხორციელებით დაიხურება. აჭარაში ნარჩენების მართვის ახალი ობიექტის მშენებლობა უკვე დასრულდა.  ახალი ნაგავსაყარის ტერიტორიაზე მოეწყო გაზის ექსტრაქციის სისტემა, რომლის ფარგლებში განთავსდა თბოელექტრო სადგურიც. ასევე ტერიტორიაზე იგეგმება მუნიციპალური ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტის მოწყობა. პროექტი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული  და მისი ღირებულება 7 მლნ ევროს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში