გადასატან ყუთზე რეგისტრაცია დასრულდა

30 სექტემბერი 2021, 20:25 1048 ნახვა

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის გადასატან ყუთზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მათ, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლა არ შეეძლო  საუბნო, საოლქო კომისიებისთვის უნდა მიემართა ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე დაერეკა. 

ვადის ამოწურვამდე საუბნო კომისიის წარმომადგენლობა გადასატან ყუთზე რეგისტრირებული  პირობები გადაამოწმეს, მათი რაოდენობა კოდექსით 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. გაირკვა, რომ რამდენიმე ოლქში რეგისტრირებულ პირებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც გადაადგილების პრობლემა არ აქვს.

შესაბამისად ისინი  სიიდან ამოიღეს.  აჭარაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გადასატან ყუთზე 3 549  ადამიანია რეგისტრირებული. ამ რიცხვში არ შედის ქობულეთის საარჩევნო ოლქი, რადგან იქ  მათი რაოდენობა  ჯერ კიდევ დაუზუსტებია.  რაც შეეხება კოვიდუბნებს. თითო კოვიდ უბანი იქნება ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, ხოლო ბათუმში  კორონავირუსით ინფიცირებულებისა და  იზოლაციაში მყოფებისთვის ერთი უბანი გაიხსნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში