ტელეკომპანია "ფორმულაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

30 სექტემბერი 2021, 19:14 740 ნახვა

ტელეკომპანია "ფორმულაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს. 

ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. 

"არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. 

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში