საქართველოში კორონავირუსის  1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი

01 ოქტომბერი 2021, 10:45 952 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის  1751 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1633.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 657 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 28 199, „პისიარ“ ტესტით – 14 458.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,1%, ბოლო 14 დღის – 5,8%, ბოლო 7 დღის – 5,22%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 614 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 586 704 გამოჯანმრთელდა, 8 976 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია 12 562.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში