მეწყრული პროცესი ყოროლისთავში

01 ოქტომბერი 2021, 18:10 912 ნახვა

ყოროლისთავში მარინა ფაღავას საცხოვრებელ სახლთან მისასვლელ გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ოჯახი დამეწყრილ ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებას და სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს.  ირწმუნებიან, რომ გეოლოგიური დასკვნების მიხედვით, ტერიტორიის გამაგრება აუცილებელია, რაზეც დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

ახლა კი სახლს, როგორც ამბობენ, საძირკველი ეცლება და კედლები იბზარება. ხელვაჩაურის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, ჯუმბერ ვარდმანიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში