9 წლიანი პატიმრობა ე.წ. ოცნების ქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს

01 ოქტომბერი 2021, 18:05 1513 ნახვა

ე.წ ოცნების ქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება მიმდინარე წლის 3 იანვარს მომხდარ მკვლელობას.  გამოძიების ვერსიით, მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ბრალდებულმა შურისძიების მიზნით  ერთი ადამიანი ცივი იარაღით მოკლა,  მეორე კი მძიმედ დაჭრა.

ბრალდებულის ადვოკატი  კი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პოზიციიდან მოქმედებდა, რადგან  მკვლელობის დღეს  დაზარალებული მხარე  თავს დაესხა ბრალდებულის  ოჯახს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში