მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

01 ოქტომბერი 2021, 21:01 1531 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრებს ავრცელებს. 

ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას სახალხო დამცველი მოინახულებს.

ნინო ლომჯარია ცოტა ხნის წინ პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. 

''ვჩქარობ, რომ ვნახო, გავიგო მისი, როგორც დაკავებული პირის უფლებრივი მდგომარეობა და მოგაწოდოთ ინფორმაცია. ალბათ თქვენც გაინტერესებთ მისი მდგომარეობა, ბევრი კითხვა გაქვთ. ჩემი მანდატიდან გამომდინარე შემიძლია ვნახო და გამოვიტან ინფორმაციას. როგორც წესი დაკავებულები ტავად საუბრობენ ჩვენთან, რა მდგომარეობაში არიან და სჭირდებათ თუ არა დახმარება, დაკავების დროს მოპყრობა როგორი იყო და ა.შ 

რაც შეეხება ინფორმაციას, მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჰქონდა კომუნიკაცია და დამიდასტურეს, რომ აღნიშნულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

მასთან პოლიტიკური შეკითხვები არ მექნება. თუ მას ექნება რაიმეს თქმის სურვილი მოვუსმენ'' - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში