ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ნიკა მელია

01 ოქტომბერი 2021, 21:15 1032 ნახვა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა ხვალ არჩევნებში აქტიურობისკენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც.

"დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვტილებას და ერთხელ და საბოლოოდ დავასრულებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას. გადაწყვეტილებას როცა საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზას.  მომავლის, სადაც არც სიღარიბეა, და არც შიმშილი. აი, იმ მომავლის გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა. აი, იმ მომავლის გზას დავადგებით, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზირებული და სუსად წოდებული სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია.

დღეს ყველა ვხედავთ „ოცნების“ ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო! ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადად კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია. კი, ის დააკავეს, როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.

ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა ექციათ დევნილად. მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი რომელმაც უმნიშნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანა. მას სრული უფლება ჰქონდა ქვეყანაში ჩამოსვლის. ის ნამდვილად საქართველოშია და დღეს ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.

ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა - პრობლემა არის, როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს. საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე"- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში