უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყებაში შეხვედრას გამართავს ჩვენი საელჩოს დიპლომატი - საგარეო უწყება

01 ოქტომბერი 2021, 23:34 896 ნახვა

უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი.

„უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო უწყებაში დაიბარეს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მოთხოვეს. ფაქტს ადასტურებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკოც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში