თვითმმართველობის არჩევნები 2021

02 ოქტომბერი 2021, 07:56 779 ნახვა

არჩევნები 2021. ქვეყნის მოსახლეობა მერებსა და საკრებულოს წევრებს ირჩევს. ეს უკვე მეორე არჩევნებია პანდემიის პირობებში, შესაბამისად მოქალაქეებს ხმის მიცემის წესთან ერთად კოვიდრეგულაცების დაცვაც უწევთ. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით. 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. ეს არის არჩევნები, რომელიც როგორც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ყურადღებით  დააკვირდება პროცესებს ევროპარლამენტარებიც და როგორც ამბობენ,  2 ოქტომბრის არჩევნები უტოლდება საპარლამენტო არჩევნებს თავისი მნიშვნელობით და რომ დააკვირდებიან არ ხომ არ განემორდება წარსულში მომხდარი ფაქტები. სწორედ არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მზინით არჩევნები  წელს შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით და ცესკოს ახალი თავმჯდომარის პირობებში ტარდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში