საყოველთაო ნათლობა

08 მაისი 2016, 00:00 4871 ნახვა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეს, კიდევ ათას 116 ბავშვი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 43-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და სააღდგომო ეპისტოლე გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის ილია მეორეს 27 ათას 310 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ამავე კატეგორიაში