დარღვევები საარჩევნო უბნებზე

02 ოქტომბერი 2021, 15:26 803 ნახვა

ზოგმა ბიულეტენი დახია, ზოგმა კი საერთოდ სახლში წაიღო საარჩევნო უბნიდან.  დაფიქსირდა შესაძლო მუქარის შემთხვევები და მოქალაქეები სიებით ხელში საარჩევნო  უბნის იმ პერიმეტრზე სადაც წესით არ უნდა გადაადგილდებოდნენ. სავარაუდოდ არკვევენ ვინ მივიდა და ვინ არა ხმის მისაცემად.

ეს ყველაფერი ბათუმში ხდება. დაიწერა საჩივრები, მათ შორის იმაზე, რომ მაგალითად კომისიის წარმომადგენელი ამომრჩეველს  გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაუბრებოდა. არის უბნები სადაც რამდენიმე საჩივარია უკვე დაწერილი კანონდარღვევის შესაძლო ფაქტებზე.ზოგან კი პოლიციის მობილიზაციაც გახდა საჭირო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში