შესაძლო დარღვევები ხელვაჩაურში

02 ოქტომბერი 2021, 18:00 382 ნახვა

ხელვაჩაურის 91-ე  და  92-ე უბნის გარე პერიმეტრზე მოქალაქეების სიმრავლე  შეინიშნებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში .   მაშინ, როდესაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით 100 მეტრის ფარგლებში  ტერიტორიაზე უცხო ადამიანების  ყოფნა იკრძალება.  ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა რისთვის, იყვნენ შეკრებილები საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თუმცა პასუხად მიიღეს რომ  ხმის მისაცემად შესულ მეგობრებს ელოდებოდნენ.

ჯგუფი ეცადა,  გაერკვია იყვენენ თუ არა ისინი რომელიმე პარტიის მხარდამჭერები, ოპოზიციის ან ქართული ოცნების- მათ ამ კითხვას არ უპასუხეს. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა  მას შემდეგ რაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ამ მოქალაქეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ფაქტზე რეაგირება მოახდინეს და უბნის  მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს დაატოვებინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში