თვითმმართველობის არჩევნები 2021

02 ოქტომბერი 2021, 19:00 916 ნახვა

11 საათია, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, ქვეყნის მასშტაბით 4 წლის ვადით, 64 მერსა და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით. მოქალაქეები მაჟორიტარ დეპუტატებს ბოლოჯერ აირჩევენ, რადგან 2024 წლიდან საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულით იცვლება.კენჭისყრის ყუთთან საკუთარი არჩევანის გაკეთება, 3 497 345 რეგისტრირებულ მოქალაქეს შეუძლია.

გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერც ერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად კი 40%-იანი ბარიერი მოქმედებს. მუნიციპალიტეტებში, გარდა თბილისისა, დადგენილია პროპორციული სისტემით არჩევის 3%-იანი ბარიერი. თბილისის საკრებულოში კი, პროპორციული წესით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე განაწილდება, რომლებიც ხმების არანაკლებ 2.5%-ს მიიღებენ. დილით, ბათუმში 105 საარჩევნო უბანი შეუფერხებლად გაიხსნა. მათ შორის ერთი კოვიდუბანია, ერთი სპეცუბანი კი გახსნილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

ბათუმში 148 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის მერობისთვის 10 კანდიდატი, საკრებულოში ადგილების მოსაპოვებლად კი, 16 პოლიტიკური პარტია იბრძვის. ბათუმის მერობის კანდიდატებისგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. როგორც იცით ბათუმის პირველმა არჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა, შეიძლება ითქვას კონკრეტული განმარტება საკუთარი ამომრჩევლისთვის არ გაუკეთებია. მას შემდეგ მერის მოვალეობას არჩილ ჩიქოვანი ასრულებს, რომელიც ახლა უკვე ამ თანამდებობის დასაკავებლად იბრძვის კიდევ  9  ოპონენტთან  ერთად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში