საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი

03 ოქტომბერი 2021, 10:45 946 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2292.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.92%, დღიური მაჩვენებელი არის - 5,27 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 229, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 36, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 125, კახეთი - 168, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 159-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 813 679 აცრა გაკეთდა.

გუშინ საქართველოში 22 107 ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში