ბათუმის საკრებულოს 4 პარტია დააკომპლექტებს - წინასწარი მონაცემები

03 ოქტომბერი 2021, 15:39 808 ნახვა

ცესკოს განახლებული მონაცემების თანახმად  ბათუმში 42,38% -ით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, შემდეგია 41, 23 %-ით „ ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. 10,57 % მიიღო პარტია გახარია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ.  თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული სისტემით სულ 4 პარტია გამოიკვეთა.

ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მცირედით უსწრებს „ნაციონალურ მოძრაობას,“ მესამე ადგილზეა გახარია - „საქართველოსთვის“,შემდეგი კი ლელო „საქართველოსთვის.“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში