დარღვევები ბათუმში

03 ოქტომბერი 2021, 16:05 726 ნახვა

შენიშვნებისა და დარღვევების არაერთი შემთხვევა იყო ბათუმში. 41 საჩივარია დაფიქსირებული ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი კომისიის წევრებს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. დამკვირვებელი აცხადებს, რომ  უბნების დახურვისას ვიდეოგადაღების საშუალება   სრულყოფილად არ იყო უზრუნველყოფილი. მისივე რწმუნებით იყო დისბალანსი შემაჯამებელი ოქმებში.

ბრალდებას უარყოფს საოლქო საარჩევნო კომისია. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით ბალანსი ყველგან სწორი იყო, ხოლო ვიდეო გადაღებაზე მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები დაფიქსირდა. დარღვევა იყო მე-14-ე უბანზეც, შემაჯამებელ ოქმს ხელი წინასწარ მოაწერეს, ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საყვედური გამოუცხადეს და მონაცემები შეყვანილი არ იყო. საჩივრების განხილვის ვადა 4 დღეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში