არჩევნები 2021 - მესამე სექტორის შეფასება

03 ოქტომბერი 2021, 15:26 695 ნახვა

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ მთელი საქართველოს მასშტაბით უბნებზე 30 საჩივარი დაწერა. 2 უბანზე კი მარნეულსა და ნინოწმინდის ოლქში  ისინი  ითხოვენ არჩევნების შედგების გაუქმებას. ვინაიდან ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ  ერთსა და იმავე პიროვნებას ჰქონდა მცდელობა რამდენჯერმე გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი.

საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხებოდა საარჩევნო უბნებზე 100 მეტრიანი დისტანციის დარღვევას,  რაც ორგანიზაციის განმარტებით, აღსრულების თვალსაზრისით ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა. რაც შეეხება ბათუმს, აქ  12 საჩივარი დაწერა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა. რამდენჯერმე ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც კი  გამოიძახეს, ვინაიდან იყო მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში