ბათუმის "დინამომ" ისევ მოიგო და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს

03 ოქტომბერი 2021, 22:28 1154 ნახვა

ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 28-ე ტურში "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 3-1 დაამარცხა.

მე-10 წუთზე ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ ფანცულაიამ ბათუმელები დააწინაურა. პირველი ნახევარის ბოლო წუთზე კი ბაქარ მირცხულავამ ანგარიში გაათანაბრა და ტაიმი 1-1 დასრულდა.

62-ე წუთზე მანჯგალაძემ "დინამო" წინ გაიყვანა. 91-ე წუთზე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში გიორგი ზარიამ დააფიქსირა.

28 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 60 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის "დინამოს" 7 ქულით უსწრებს.

დედაქალაქებმა გასვლაზე წყალტუბოში "სამგურალს" ფრედ 2:2 ეთამაშეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

ეროვნული ლიგა სანაკრებო პაუზის შემდეგ 16 ოქტომბერს განახლდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში