უხვი ნალექის შედეგად წაბლანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

04 ოქტომბერი 2021, 09:54 2643 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად წაბლანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. 

მეწყერმა საფრთხე შეუქმნა 7 ოჯახს, რის გამოც საჭირო გახდა მათი დროებითი განსახლებ.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ გადაკეტა ფუშრუკაულის, ხიხაძირის და თხილვანის თემებისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. ამ დროისთვის ხულოში ძლიერი წვიმაა, რის გამოც ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

აჭარის მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სოფელი წაბლანა 1989 წელს დაიმეწყრა, რის შედეგადაც 19 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში