ქობულეთის საკრებულოში 3 პარტია იქნება წარმოდგენილი

04 ოქტომბერი 2021, 14:29 1361 ნახვა

ქობულეთის საკრებულოში, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით 3 პარტია იქნება წარმოდგენილი.

ესენია: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა"და "გახარია - საქართველოსთვის“.

ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით:

"ქართულმა ოცნებამ" - 48,26%,

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ" - 38,7%,

 

"გახარია - საქართველოსთვის" - 7,43% მიიღო.

შესაბამისად, "ქართული ოცნება" ქობულეთის საკრებულოში 11 წევრს მაჟორიტარული სისტემით, 13 კი პროპორციულით შეიყვანს.

პირველადი მონაცემებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2 მაჟორიტარი და პროპორციული სისტემით, სავარუდოდ 10 წევრი ეყოლება.

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" კი 2 წევრით იქნება წარმოდგენილი.

ამ დროისთვის, უცნობია რომელ პარტიას დაემატება 1 ხმა, ის ოქმების საბოლოო შედეგების დაზუსტების შემდეგ გადაწყდება.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, ხმები ასე გადანაწილდა:

ლევან ზოიძე - 52,20%

 

ბონდო თედორაძე -39,34%

 

ირაკლი ბერიძე- 8,46%.

მუნიციპალიტეტში, წელს პირველად, ლოტოტრონის პრინციპით მიმდინარეობს 5 უბნის ხმების დათვლის პროცესი.

ითვლება: მე-3, მე-7, 25-ე, 33-ე და 62-ე საარჩევნო უბნის შედეგები.

მუნიციპალიტეტში სულ, 67 ათას 338 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან არჩევანი  38 ათას 242 ამომრჩეველმა დააფიქსირა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში