ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, პატიმრობა შეეფარდა

04 ოქტომბერი 2021, 16:10 600 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში