მეწყრული პროცესები საავტომობილო გზებზე

04 ოქტომბერი 2021, 18:03 780 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ქედაში საავტომობილო გზებზეც. მიწის მასა ჩამოწვა დოლოგანი-საფარიძეების, დოხოძეების, წონიარისი- ზედა წონიარისის, მახუნცეთი-უჩხითის და ოქტომბრის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის  მოძრაობა შეზღუდულია მხოლოდ უჩხითან დამაკავშირებელ გზაზე. სხვა მიმართულებით გადაადგილება ცალმხრივად შესაძლებელია. ხუთივე ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები..

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში