არჩევნები 2021 - აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის გამოხმაურება

04 ოქტომბერი 2021, 18:05 849 ნახვა

სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს“ -აცხადებენ  საქართველოში აშშ-ს საელჩოში. აშშ-ს დიპლომატიური მისიის   გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ასეთი ტიპის დარღვევები საქართველოს არჩევნებში ხშირია. 2 ოქტომბრის არჩევნებს აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობაც. ,,მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე - ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება, -ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით  ავრცელებს. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში