დატბორილი ქუჩები და სახლები ბათუმში

04 ოქტომბერი 2021, 18:19 883 ნახვა

12 დღის შემდეგ ბათუმი ისევ დაიტბორა. ძლიერი წვიმის გამო  წყალი დგას რამდენიმე ქუჩაზე.  სახლებში წყალი ისევ შევიდა, რის გამოც სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.  ათეულობით ოჯახმა ითხოვა დახმარება, რეკავენ მაშველებთან და ბათუმის  წყალში.  არადა, ჯერ ბათუმის მერიას არ დაუთვლია გასულ დღეებში სტიქიისგან მიყენებული ზიანისა და ზარალის ოდენობა, შესაბამისად  იზრდება დაზარალებული ოჯახების რიცხვი, რომლებიც დახმარების მოლოდინში არიან ისევ.   ორდღიანი გადაუღებელი წვიმის  გამო რამდენიმე ქუჩა პარალიზებულია.  განსაკუთრებით, რთული ვითარება შეიქმნა  ბესიკის,  26 მაისიის,  ბაგრატიონის, შავშეთისა და აღმაშენებლის ქუჩებზე. აღმაშენებლის ქუჩაზე    5 კომერციული ფართი დაიტბორა, შაფათავას  4 ნომერში   სადარბაზოებსა  და პირველ სართულებზე შევიდა წყალი. ბოლო 12 დღეში ამ მისამართზე მეორედ დაიტბორა ფართები.  ისინი, ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყებას  და დროებით, ქირით გაყვანას ითხოვენ.  გარდა ამისა დახმარების მოლოდინში არიან  ჯაყელის 34-სა და ანდრონიკაშვილის 42-ში მცოვრებლებიც. შექმნილ პრობლემებს ისინი სანიაღვრე არხების გაუმართაობას  უკავშირებენ. ბათუმის წყლის ცხელ ხაზზე 50-მდე მოქალაქის  ზარია შესული, მიმდინარეობს დატბორილ ადგილებში წყლის  ამოტუმბვითი სამუშაოები,  მოსახლეობას კი დახმარებას ზარალის დათვლის შემდეგ ჰპირდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში