თალიბანმა ქაბულში აფეთქების შემდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა

04 ოქტომბერი 2021, 18:50 910 ნახვა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი გაანადგურა. ამის შესახებ მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ქაბულში ჩატარებულ სპეცოპერაციას წარმატებული უწოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ქსელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო მისი ყველა წევრი ლიკვიდირებულია“, - ამბობს  „თალიბანის“ ოფიციალური  წარმომადგენელი. თალიბანის სპეცოპერაცია გუშინ  ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში  იდგაჰის მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შემდეგ ჩატარდა. აფეთქებამ 12 ადამიანი იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში