მეწყერი წაბლანაში

04 ოქტომბერი 2021, 19:37 2387 ნახვა

ზღვისპირა ზოლის მსგავსად ძლიერი წვიმაა მაღალმთიანეთში, რამაც ხულოს სოფელ წაბლანაში მიწის მასა ჩამოშალა. წაბლანა სტიქიურად აქტიური ზონაა, 1989 წელს ჩამოწოლილმა მეწყერმა თითქმის მთელი სოფელი მიწის ქვეშ მოიყოლა და მაშინ სამწუხაროდ 19 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მოსახლეობა ბათუმში ცხოვრობდა, თუმცა წლების შემდეგ მათი ნაწილი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ, სტიქიის განმეორების საფრთხე კიდევ ერთხელ შექმნა, მეწყერმა გარკევული მონაკვეთის გზა წაიღო, გადაკეტა ფუშრუკაულის, ხიხაძირისა და თხილვანის თემებისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა. წაბლანის გარდა,ძლიერმა წვიმა პრობლემები შექმნა, ჩაოში, ვაშლოვანსა და სოფელ ზვარესთან

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში