ევროპის წამლების სააგენტოს გადაწყვეტილება

05 ოქტომბერი 2021, 14:54 877 ნახვა

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ მხარი დაუჭირა სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზა მეორე აცრიდან სულ მცირე 28 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პირებს, სააგენტოს რეკომენდაციით, „ფაიზერ ბიონტექის“ ვაქცინის მესამე დოზა მეორე დოზიდან ექვსი თვის შემდეგ არის რეკომენდებული.   

ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფოებმა ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთება უკვე დაიწყეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში