ბუტა რობაქიძის ოჯახი მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს

05 ოქტომბერი 2021, 14:45 895 ნახვა

ბუტა რობაქიძის ოჯახი ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან უკრაინაში გადაყვანის წინააღმდეგია.

ბუტა რობაქიძის მამის განცხადებით,  ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა იმ დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი, რასაც გამოძიება ედავება, მათ შორის მისი შვილის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე. 

სოსო რობაქიძე ამბობს, რომ იმ მემთხვევაში თუ  ხელისუფლება  მიხელ სააკაშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვების საკითხზე მსჯელობა დაიწყებს  ან სააკაშვილის  მხარდამჭერები მისი ციხიდან  გათავისუფლების მიზნით აქციებს ისევ გამართავენ, ის პირობას დებს რომ  თავის მხარდამჭერებთან ერთად ასევე ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს. 

მიხელ სააკაშვილის  დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება ბუტა რობაქიძის დედამაც გააკეთა.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში