კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ

05 ოქტომბერი 2021, 12:13 796 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე შეძლებენ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე იყო დაშვებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში