ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად რეგიონებში მობილური ბრიგადები გაიგზავნება - გიორგი ღიბრაძე

05 ოქტომბერი 2021, 12:15 758 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად სხვადასხვა რეგიონების დასახლებულ პუნქტებში გაიგზავნება მობილური ბრიგადები.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.

ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაცია რომ სავალდებულო გახდეს ამ საკითხის განხილვა საბჭოზე ჯერ არ ყოფილა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ბოლო პერიოდში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ იკლო, განსაკუთრებით პირველ დოზებზე.

თამარ გაბუნიას თქმით, გასულ 24 საათში 8 000 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან მცირეა.

"ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად გეგმავს, სოფლის დონეზე, ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებას. 15 ოქტომბრიდან გვექნება საშუალება დავიწყოთ ვაქცინაციის მარათონი სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის. 

კვირის ბოლომდე ამოქმედდება ოჯახის ექიმებისა და ექთნებისთვის წახალისების პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს, ვაქცინაციაში 60 წლის ზემოთ მოსახლეობის მოზიდვისთვის ჩაღრმავებულ კონსულტაციას და მათ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პირის აცრა "-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში