სოფლებს შორის ვაქცინაციაში მარათონი იწყება 

05 ოქტომბერი 2021, 12:40 1021 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, სოფლებს შორის მარათონი გაიმართება. 

პროცესი სავარაუდოდ 15 ოქტომბერს დაიწყება. 

ამირან გამყრელიძის თქმით,  ამ ეტაპზე შერჩეულია 68 დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობა 3000-ზე ზემოთ არის .

''მაგალითად რაჭაში, ლეჩხუმში ან სვანეთში 3000-იანი სოფელი არ არის. ამიტომ იქ შევარჩიეთ ადმინისტრაციული ცენტრები. ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია და ა.შ. სხვა რეგიონებში კი არის მსგავსი სოფლები, სადაც 3000-ზე ზემოთ არის მოსახლეობა. ყალიბდება ე.წ. ჯგუფები,  ამ სოფლებში არის ამბულატორია და არიან სოფლის ექიმები, დამატებით, თბილისიდანაც იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები. ყველაზე მეტი ამცრელი ჯგუფი დედაქალაქშია, ისინი დატვირთულები არ არიან და მოხდება მათი გადანაწილება რეგიონებში. 

ვფიქრობთ, 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი სერიოზული მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. თუ ამან  გაამართლა, ჩამოვალთ ქვემოთ და ავიღებთ 2000-ზე ზემოთ ნიშნულს, რომ მოვიცვათ ყველა დასახლებული პუნქტი'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, მარათონი მომავალი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში