ეპიდსიტუაციის გართულების საფრთხე არის, რადგან მობილობა სერიოზულად გაიზარდა - ამირან გამყრელიძე

05 ოქტომბერი 2021, 12:57 1649 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ​ეპიდსიტუაციის გართულების საფრთხე არის, რადგან მობილობა სერიოზულად გაიზარდა, დაიწყო სკოლა, სასწავლო პროცესი განახლდა უნივერსიტეტებში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ვითარებაში  გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერისტეტები და დაწესებულებები.

"მასწავლებლებში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და 50%-ზე მეტია ორჯერადად და კიდევ აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ ავიდეთ 80%-ზე.

სამწუხაროდ აცრის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში 28%. არის ზოგიერთი უნივერისტეტი, სადაც სტუდენტთა 50%-ზე მეტია აცრილი. უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, რომ აიცრას.

გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ექიმებში, 78%-ია ერთჯერადად აცრილი, 70% ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში გვაქვს ეს მაჩვენებელი ექთნებში.

თუ ეს მაჩვენებლები არ გაიზარდა სამწუხაროდ სხვანაირად ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას. სანამ არ აიცრება კრიტიკული მასა, ანუ 75-80%"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში