კვების ობიექტები დღეიდან 23:00 საათამდე იმუშავებენ

06 ოქტომბერი 2021, 10:00 673 ნახვა

დღეიდან, 6 ოქტომბრიდან, კვების ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.

გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ გუშინ მიიღო.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში