აჭარაში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა

06 ოქტომბერი 2021, 11:08 1045 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 348, მძიმე პაციენტია 96, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  26 პირი.

623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 - თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში