ესპანეთში ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზის გაკეთება დაუშვეს

06 ოქტომბერი 2021, 13:25 944 ნახვა

ესპანეთში 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების – „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ მესამე დოზის გამოყენება დაუშვეს.  ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციიდან ექვსი თვის შემდეგ  შეიძლება.

ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებას ადამიანები ოქტომბრის ბოლოდან შეძლებენ. ესპანეთში მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია. 

მანამდე ქვეყანაში „ბუსტერ“ დოზები მძიმედ დაავადებულ პაციენტებს და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს  გაუკეთეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში