ცესკო - 72 ოლქის 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენებია გადათვლილი

06 ოქტომბერი 2021, 18:03 889 ნახვა

უბნების მონაცემების ხელმეორედ გადათვლის შემდეგ რომელ კანდიდატს მოემატა ან დააკლდა ხმა? -  დაზუსტებული შედეგები დღეს ცესკომ გამოაქვეყნა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაითვალეს ჯამში 360 საარჩევნო უბნის ბიულეტენები, მათგან 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები  შეცვლილი.  როგორც ცესკოში ამბობენ, მონაცემების შეცვლით პირველადი შედეგები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო მასალით ირკვევა, რომ გადათვლის შემდეგ ერთ ხმა დაემატა ლევან ზოიძეს, რომელიც მმართველი გუნდიდან ქობულეთში მერობის კანდიდატია, ხულოს მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს კი 1 ხმა დააკლდა, ასევე ერთი დააკლდა და ამდენივე  ამომრჩევლის ხმა მოემატა ვახტანგ ბერიძეს  ბიულეტენების თავიდან გადათვლის შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში