საქართველოში კორონავირუსის 2228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

07 ოქტომბერი 2021, 10:48 883 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1711 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.61%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში