აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

07 ოქტომბერი 2021, 10:56 847 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი, გარდაიცვალა 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 20 490 საიდანაც: 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26.

633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში