სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა

07 ოქტომბერი 2021, 10:07 555 ნახვა

24 წლის მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ   კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერს, მას გადაწყვეტილი აქვს ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.

შეგახსენებთ, რომ ფაჟავას ყველაზე დიდი წარმატება 2015 წელს ევროპულ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.

მას  4-ჯერ აქვს დაკავებული მე-3 ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზეც, ოლიმპიადაზე კი 2-ჯერ მონაწილეობდა: 2016 წელს, რიოში, მე-14 ადგილზე გავიდა, ხოლო წელს ტოკიოში – მე-17-ზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში